რუსეთის კოსმოსური სააგენტო დონალდ ტრამპს პლანეტების მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს

რუსეთის კოსმოსური სააგენტო, „როსკოსმოსი“ დონალდ ტრამპს პლანეტების მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საუბარია აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებაზე, რომელიც კოსმოსის კომერციული საქმიანობისთვის გამოყენებას ითვალისწინებს.

„როსკოსმოსის“ თქმით, აღნიშნული განკარგულება საფრთხეს უქმნის კოსმოსში საერთაშორისო თანამშრომლობას.

სააგენტოს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, სერგეი სავალევი აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები საზიანოა ურთიერთანამშრომლობისთვის.

„ისტორიაში არის იმის მაგალითები, როცა ერთმა ქვეყანამ სხვისი ტერიტორიების მისაკუთრება დაიწყო. ჩვენ ყველას გვახსოვს ეს როგორ დასრულდა“,-განაცხადა სავალევმა.

ცნობისთვის, 6 აპრილს ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას შეერთებულ შტატების უფლების შესახებ, მოახდინოს რესურსების კომერციალიზაცია მთვარეზე და სხვა ციურ სხეულებზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უფლება განახორციელონ კომერციული კვლევები და გამოიყენონ რესურსები გარე სივრცეში, მოქმედი კანონის შესაბამისად.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს