ლევან დავითაშვილი - შეიძლება ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ პური არ უნდა გაძვირდეს!

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პური არ უნდა გაძვირდეს, რადგან გაძვირების წინაპირობები არ არსებობს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა აღნიშნა, დღეს პურის ინდუსტრიასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ, რომ წინაპირობის არ არსებობის შემთხვევაში, პური არ გაძვირდება.

“ძალიან ბევრი საუბარი იყო ბოლო დღეების განმავლობაში პურის ფასის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით. მე არაერთი განცხადება მქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს და ამას ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ვითვალისწინებთ. როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, საგანგებო მდგომაროება გულისხმობს მათ შორის საგანგებო უფლებებსაც კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც და აქ მე შეიძლება ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს იმიტომ, რომ გაძვირების ობიექტური წინაპირობა არ უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავინახეთ ხორბლის ფასის მცირე მერყეობა და გარკვეული ზრდა იგივე შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ეს არის დროებითი მოვლენა და ეს დროებითი მოვლენა სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტზე განვახორციელეთ, აქვს დაზღვეული. ჩვენ რეალურად იმპორტიორებსა და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც, მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია იმისთვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ 10 მარტის მდგომარეობით, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ ფქვილის ფასი პურის ინდუსტრიისთვის. პურის ინდუსტრიასთან დღესაც გვქონდა ჩვენ შეხვედრა იმისთვის, რომ თუ არ იქნება წინაპირობა ძირითადი ნედლეულის, ფქვილის გაძვირების, პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს”, - განაცხადა დავითშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მოიმატებს თუ არა პურის ფასი საგანგებო მდგომარეობის დროს

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"
ევექსი კლინიკები მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის COVID 19-ის PCR ტესტირების პროცესს ცვლის
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" კოვიდ ეპიდემიის თემას ოსტატურად იყენებს და თავის ნაცვლად ექიმებს ალაპარაკებს!" (R)
სოსო შატბერაშვილი - "თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირეთ!" (R)
გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი"დაიცავს! (R)