ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან 6 პირი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება 64 პაციენტი, საიდანაც 52-ს დადასტურებული აქვს კორონავირუსი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან 6 პირი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.

„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაშია 64 პაციენტი, სიადანაც 52 ინფიცირებულია. მათ შორის, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია 6 პაციენტი. მათი მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია. დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან თერაპიულ განყოფილებაში. 27 მათგანთან კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებულია მწვავე პნევმონია და უტარდებათ სიმპტომური მკურნალობა. გვყავს ასაკით 13 წლის ბავშვი, რომელიც ჩვენს კლინიკში განაგრძნობს მკურნალობას, ამ ეტაპამდე ბავშვთან არანაირი კლინიკური გამოვლინება არ ხორციელდება, რაც ძალიან გვახარებს“, - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული ორსული ქალბატონების მდგომარეობა სტაბილურია.

„ორსულების მდგომარეობა, რომლებიც არიან ჩვენს კლინიკაში, სტაბილურია. როგორც ნაყოფის, ისე ქალბატონების“, - განაცხადა რატიანმა.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორისაა 39 გამოჯანმრთელებული, ხოლო 2 გარდაცვლილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა