საქართველოს ფოსტა სამუშაო საათებს გაზრდის

საქართველოს ფოსტამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სერვისცენტრებში რიგების განტვირთვის მიზნით, მომხმარებელთა მომსახურებისთვის სამუშაო საათები გაიზარდოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფოსტიდან აცნობეს, ხვალიდან, 8 აპრილიდან, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით, კვირაში 5 სამუშაო დღე: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან - 17:00 საათამდე იმუშავებენ.

მათი ცნობით, კომპანია გზავნილთა ბინაზე ჩაბარებას ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე უზრუნველყოფს.

"საქართველოს ფოსტამ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, მიიღო გადაწყვეტილება სერვისცენტრებში რიგების განტვირთვის მიზნით, გაზარდოს სამუშაო საათები მომხმარებელთა მომსახურებისთვის. ხვალიდან, 8 აპრილიდან, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით იმუშავებენ კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან - 17:00 საათამდე.

ამასთანავე მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს გზავნილის ბინაზე მიწოდების სერვისით, კომპანია გზავნილთა ბინაზე ჩაბარებას უზრუნველყოფს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ საქართველოს ფოსტის ქოლცენტრის მეშვეობით 032 224 09 09.

საქართველოს ფოსტა მოუწოდებს მომხმარებლებს საფოსტო სერვისების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მისაღებად, ისარგებლონ რიგის ონლაინ რეზერვაციის სერვისით. აღნიშნული სერვისი საშუალებას მოგცემთ წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში, ამით თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ რიგს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს ფოსტის ვებ გვერდზე gpost.ge ან ქოლცენტრის მეშვეობით 032 224 09 09,- ნათქვამია საქართველოს ფოსტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს