გიორგი ვაშაძე - საკმარისზე მეტი დრო გვქონდა, რომ თადარიგი დაგვეჭირა სამედიცინო აღჭურვილობასა და საავადმყოფოს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით - ძალიან ცუდია, თუ ახლა ვიწყებთ ამაზე ზრუნვას

საქართველოს მთავრობის მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან სამედიცინო აღჭურვილობისთვის დახმარების თხოვნას "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ეხმაურება.

მისი თქმით, ყოველთვის, შეიძლება, დასავლელი პარტნიორების, განსაკუთრებით NATO-ს დახმარების იმედი გვქონდეს. ამასთან, ვაშაძის განცხადებით, მისთვის გაურკვეველია, რატომ არ ჰქონდა სახელმწიფოს „სამედიცინო აღჭურვილობასა და საავადმყოფოს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დროულად თადარიგი დაჭერილი“.

"პირველი, ეს მიუთითებს, რამდენად მნიშვნელოვანია NATO-სთან ჩვენი თანამშრომლობა, ყოველთვის შეიძლება გვქონდეს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და განსაკუთრებით NATO-ს, როგორც ორგანიზაციის იმედი. მეორე, ვერ ვხვდები, ახლა რატომ ხდება ეს ყველაფერი, თადარიგი არ გვაქვს დაჭერილი, ანუ არ გვაქვს ის, რაც შეიძლება დაგვჭირდეს, ან ველოდებით რამე ისეთს, რაც ჩვენ არ ვიცით. თებერვლის ბოლოს, როცა პირველი შემთხვევა გამოვლინდა, საკმარისზე მეტი დრო გვქონდა, რომ თადარიგი დაგვეჭირა დიაგნოსტიკის შესაძლებლობებთან, სამედიცინო აღჭურვილობასთან, საავადმყოფოს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ძალიან ცუდია, თუ ამაზე ზრუნვას ახლა ვიწყებთ და ეს პრობლემა ჩვენს წინაშე ახლა დგება. დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები, პარტნიორები, აუცილებლად დაგვეხმარებიან", - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე, რომლის კომენტარსაც "ახალი საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა