აგრარული ბაზრების მოვაჭრეებს ყოველ დილით ტემპერატურას გაუზომავენ, მყიდველები კი ბაზრის ტერიტორიაზე პირბადისა და ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან

აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს აგრარული ბაზრებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებში.

კერძოდ, ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია: უზრუნველყოს მომხარებელთა/მყიდველთა ნაკადურობის დაცვა, რისთვისაც საჭიროა მკაცრად განისაზღვროს და გაიმიჯნოს ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელთა/მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით. ამასთან, დახურულ სივრცეში განთავსებული აგრარული ბაზრის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები და უზრუნველყოს დეზინფექტანტით მათი რეგულარული განახლება. ბიზნესოპერატორი ვალდებულია პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყონ დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და უზრუნველყონ ტერიტორიის საჭიროებისამებრ რეგულარული რეცხვა და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება, დეზინფექცია და ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა. ამასთან, უნდა უზრუნველყოს აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, შესაბამის ადგილას, საკმარისი რაოდენობის ხელსაბანის და საპირფარეშოს არსებობა.

ბიზნესოპერატორი ასევე ვალდებულია როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, სამუშაო ადგილზე, სამუშაოს დაწყების წინ მოახდინოს მოვაჭრე პერსონალის იდენტიფიკაცია (COVID-19)მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) და გააკონტროლოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა (COVID-19)ტემპერატურის გაზომვით,) და აღრიცხოს იგი მისთვის ხელსაყრელი მეთოდით.

ვალდებულებებს შორისაა შემდეგი მოთხოვნებიც: ბიზნესოპერატორებმა სავაჭრო სივრცის ფართობის მიხედვით განსაზღვრონ და არეგულირონ აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ერთდროულად მომხმარებელთა/მყიდველთა შეზღუდული რაოდენობა. არ დაუშვას აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელი/მყიდველი, პირბადის გარეშე და რომელსაც ხელები დაცული არ ექნება ერთჯერადი ხელთათმანით ან ერთჯერადი პლასტიკური პაკეტით.

ამასთან, მყიდველი ვალდებულია აგრარულ ბაზარში სურსათს შეეხოს მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანის ან ერთჯერადი პლასტიკის პარკის გამოყენებით, ასევე, ვალდებულია აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შევიდეს და გამოვიდეს მხოლოდ მითითებული სავალდებულო ნიშნის მიხედვით და დაიცვას სოციალური დისტანცია არა ნაკლებ 2 მეტრი მანძილისა. რეკომენდაციის თანახმად, მყიდველმა დახველების და დაცემინების დროს უნდა მიიფაროს სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვი, ასევე გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი ან ერთჯერადი პლასტიკის პარკი განათავსოს შესაბამის ურნაში/კონტეინერში.

ცალკეა განსაზღვრული აგრარულ ბაზარში მოვაჭრე პერსონალის ვალდებულებები. კერძოდ, მოვაჭრეების ვალდებულებაა მისალმებისას არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და მოერიდონ სხვებთან კონტაქტს, არ გადასცენ მობილური ტელეფონი გამოყენებისთვის სხვა პირს. სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავონ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებენ სამუშაო ადგილზე. სამუშაო ადგილზე არ გამოიყენონ სამკაულები, ხელის ჰიგიენის სრულყოფილად ჩატარებისათვის. ხელის ჰიგიენა ჩაიტარონ დამატებით აუცილებლად: საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ; დახველების ან დაცემინების შემდეგ; საპირფარეშოთი სარგებლობამდე და შემდეგ.

ვრცლად რეკომენდაციები აგრარული ბაზრებისთვის იხილეთ ბმულზე- http://nfa.gov.ge/ge/media-centri/axali-ambebi0/siaxle1/rekomendaciebi-agraruli-bazrebistvis.page?fbclid=IwAR0zV4R7H3O-FWESD0e3Vm1v0hxo2i9TTcVnsgELMW_6SnFQfg6EjN6aKAQ

ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
“პარტია ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი - ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი სასამართლო სისტემის  მშენებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2020
ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო