კომპანია „ბადაგონმა“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და იურიდიული დახმარების სამსახურს სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადასცა

COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კომპანია “ბადაგონმა” საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და იურიდიული დახმარების სამსახურს სადეზინფექციო ხსნარები უსასყიდლოდ გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული სადეზინფექციო ხსნარები საქართველოშია წარმოებული და სრულად შეესაბამება ამერიკის “საკვებისა და ადმინისტრაციის” მიერ შემუშავებულ სტანდარტებს.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, რაჟდენ კუპრაშვილი კომპანია „ბადაგონს“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისა და განსაკუთრებული გულისხმიერებისათვის მადლობას უხდის.

აღნიშნული ხსნარების გადანაწილდება განხორციელდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის როგორც თბილისის, ისე რეგიონულ ოფისებში“, - აღნიშნულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!