თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 86 წლის ქალის ორი შვილი ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, 86 წლის გარდაცვლილი ქალის ორი შვილი ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი საავადმყოფოს უახლოეს მომავალში დატოვებენ.

„გარდაცვლილი ქალი 86 წლის იყო. ეს იყო სავარაუდოდ, ყველაზე მძიმე შემთხვევა, რაც საქართველოს სინამდვილეში ეპიდემიის გაჩენიდან ყოფილა. რომელ კლასტერს მიეკუთვნებოდა, ეს რომ გითხრათ, ახლოს იქნება პერსონალური ინფორმაციის გავრცელებასთან, რადგან ყველამ იცის ეს კლასტერი. იყო ოჯახური შემთხვევა, მისი ორი შვილი ჩვენს კლინიკაში იწვა. ისინი გამოჯანმრთელდნენ და დღე-დღეზე გაეწერებიან. ქალი დღეს, ორ საათზე გარდაიცვალა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს