თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში ავადმყოფების მცირე რაოდენობა განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა მოქმედებამ

საქართველოში ავადმყოფების მცირე რაოდენობა განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა მოქმედებამ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა საპასუხო ღონისძიება ხორციელდებოდა დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად, რაც არ გააკეთა ან ვერ გააკეთა ევროპის ვერც ერთმა სახელმწიფომ. მან კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას როლს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ პრემიერის ინტერვენციები საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.

„მე ყველა ჩემს გამოსვლაში ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ ავადმყოფების მცირე რაოდენობა (სულ 195, ვთქვათ დღის ბოლომდე იყოს 200) განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა მოქმედებამ. მხედველობაში მყავს, ვერტიკალი დაწყებული ეპიდემიოლოგით და ექიმით, გაგრძელებული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრით, ჯანდაცვის სამინისტროთი, რომელიც მთავარ როლს თამაშობს, საქართველოს მთავრობით და პირადად ბატონი გიორგი გახარიათი, რომელმაც გარკვეული დროის წინ ამ პრეკრიზისული სიტუაციის მმართველობა საკუთარ ხელში აიღო და მისი ინტერვენციები უაღრესად ეფექტური აღმოჩნდა. ვერტიკალმა ამას მიაღწია იმით, რომ ყველა საპასუხო ღონისძიება ხორციელდებოდა დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად, რაც არ გააკეთა ან ვერ გააკეთა ევროპის ვერც ერთმა სახელმწიფომ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა სიკვდილიანობის მცირე რიცხვი განაპირობა ჯანდაცვის სამინისტროს სწორმა პოლიტიკამ, საქართველოს კლინიკური სექტორის მაღალმა პროფესიონალიზმმა და მედიკოსების თავგანწირვამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა