თენგიზ ცერცვაძე -  საქართველოს არ აქვს  საკმარისი რაოდენობით დამცავი საშუალებები, ტესტ-სისტემები და ნატოსგან თუ ევროკავშირისგან მიღებული დახმარება, მნიშვნელოვანია

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს არ აქვს საკმარისი რაოდენობით დამცავი საშუალებები, შესაბამისად, ამ პირობებში, ნატოსგან და ევროკავშირისგან მიღებული დახმარება, მნიშვნელოვანია.

„ცხადია, საქართველოს არ აქვს საკმარისი რაოდენობით ყველაფერი, არ აქვს საკმარისი რაოდენობით დამცავი საშუალებები, საკმარისი რაოდენობით ტესტ-სისტემები და, რა თქმა უნდა, ნატოსგან თუ ევროკავშირისგან მიღებული ჰუმანიტარული დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩვენმა სახელმწიფომ, იმედი მაქვს, რომ როგორც სხვა რამეს მოაბა თავი კარგად, ამასაც მოაბავს თავს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიღების საკითხში რეკომენდაცია უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს არ მიუცია, თუმცა ამ პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო მონაწილეობდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა