თენგიზ ცერცვაძე - მინდა იცოდეთ, ევროპის და შესაძლოა, მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფოს მოსახლეობა არაა დაცული ინფექციისგან ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობა

საქართველოს მოსახლეობამ, მინდა იცოდეს, რომ ევროპის და შესაძლოა, მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფოს მოსახლეობა არაა ასე დაცული, როგორც საქართველოს მოსახლეობაა ამ ინფექციისგან დაცული , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საქართველომ მკურნალობის ინოვაციური მეთოდები მსოფლიოში ყველაზე ადრე გამოიყენა. მისივე თქმით, დღეს ქვეყანას ბევრ რამეში უჭირს, თუმცა, სახელმწიფო კორონავირუსისგან მოსახლეობის დასაცავად ყველაფერს აკეთებს.

„ჩვენ თავის დროზე, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე ადრე გამოვიყენეთ მკურნალობის ყველაზე მოწინავე, ინოვაციური მეთოდები, რომელიც შემდგომში აღიარებულ იქნა ისეთი ავტორიტეტების მიერ, როგორიცაა ამერიკის პრეზიდენტი. ასევე, მაქსიმუმი კეთდება თითოეულ ავადმყოფზე სიმპტომური და დამხმარე თერაპიის თვალსაზრისით. თითოეული ავადმყოფის დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაცია ხდება, როგორც კი ის ავად გახდება, მისი სრული გამოკვლევა 24 საათში ხდება და სამედიცინო პერსონალი 24 საათის განმავლობაში კურირებს მას. ყველას გყავთ მეგობრები აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, საფანგეთში, ესპანეთში, ჰკითხეთ მათ, რა ხდება იქ. ჩემი კოლეგები, პროფესორები და ჩემი ქართველი თანამოქალაქეები, მათ შორის, მეგობრები და ნათესავები ისეთ რამეებს ჰყვებიან, ისეთი რამე აქ რომ ხდებოდეს, ჯერ არ დაიჯერებთ და მერე ამას ბრიფინგები არ ეყოფა. პაციენტები ავად ხდებიან და ერთადერთ რჩევას აძლევენ - დარჩი სახლშიო. სანამ ძალიან ცუდად არ გახდებიან, სანამ სუნთქვის უკმარისობა არ გაუჩნდებათ, მათ არ აქვთ ექიმების და საწოლების რესურსი, რომ ასეთი ავადმყოფი ექიმმა ნახოს, საავადმყოფოში დააწვინოს და აქტიური დახმარება გაუწიოს.

დაითვალეთ, რა რაოდენობაა იქ ინფიცირების, გარდაცვლილების და რა რაოდენობაა ჩვენთან. ქვეყანას ბევრ რამეში უჭირს. შესაძლოა, ჩვენი ეკონომიკა განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკაა და ჩვენი ხალხი ჯერ ვერ ცხოვრობს ისე, როგორც ქართველ კაცს ეკადრება და როგორც ღირსეულ სახელმწიფოს ეკადრება, მაგრამ მათთვის მთავრობა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რაც ამ კრიზისულ სიტუაციაში გამოჩნდა. საერთოდ, მთავრობის სახე და სახელმწიფოს ზრუნვა კრიზისულ სიტუაციაში ჩნდება, ხოლო კრიზისებს შორის ძნელი შესამჩნევია, ვინ მუშაობს ეფექტურად და ვინ - ნაკლებად“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ის საზოგადოებას სოციალური დისტანცირებისკენ, სახლში დარჩენისკენ, ხელების ხშირად დაბანისკენ და შეკრებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს მოსახლეობამ მინდა იცოდეს, ევროპის და შესაძლოა, მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფოს მოსახლეობა არაა ასე დაცული, როგორც საქართველოს მოსახლეობაა დაცული ამ ინფექციისგან. იმ შემთხვევაში, თუკი, ვიღაც ავად გახდება და ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ ცოცხალი ადამიანები ვართ, მაშინ უკვე ექიმები ვკისრულობთ პასუხისმგებლობას. მთავრობა კისრულობს პასუხისმგებლობას, რომ ისინი ავად არ გახდნენ ამ ინფექციით, თუკი, ავად გახდნენ, ექიმები ვკისრულობთ პასუხისმგებლობას, რომ მათი სიცოცხლე დაცული იყოს და ლეტალობის შემთხვევები ერთეულს არ გასცდეს, რასაც თავიდან ვერ ავიცილებთ.

სამივე გარდაცვლილი ჩვენთან იყო 79 წლის ასაკის და მეტის - 79, 81 და 86 წლის. საქართველოში 79 წელზე ნაკლების არავინ გარდაცვლილა, მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანაში გარდაცვლილების 20% ახალგაზრდა ასაკისაა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, წინასწარ ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რა პერიოდი სჭირდება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გამოჯანმრთელებას. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი 16 დღეში გამოჯანმრთელდა.

„ზოგიერთს ჰგონია, რომ ვისაც ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, ის სწრაფად გამოჯანმრთელდება. ზოგადად, ეს ასეა, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ ყველაზე მეტი გამოჯანმთელებული პაციენტი გვყავს - 35 ადამიანი, ისინი ჩვენთან ნამკურნალები და გამოჯანმრთელებული არიან. გვქონდა შემთხვევები, როდესაც ვირუსის მიმდინარეობა მძიმე არ იყო და გამოჯანმრთელებას 26 დღე დასჭირდა. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც მიმდინარეობა მძიმე იყო და პაციენტი 16 დღეში გამოჯანმრთელდა. ასე რომ, ამას წინასწარ ვერ იტყვი“ , - განაცხადა ცერცვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს