თენგიზ ცერცვაძე - ჩემი ვარაუდით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1000-სა და 2000-ის ფარგლებში იქნება, დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ, ეპიდემია წავა ქვემოთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის პროგნოზით, საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტების ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-სა და 2000-ის ფარგლებში. როგორც ის ვარაუდობს, ქვეყანაში ეპიდემიის პიკი ორი-სამი კვირის შემდეგ იქნება, კიდევ ორი-სამი კვირის მანძილზე შენარჩუნდება და დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ ეპიდემია წავა ქვემოთ ისე, რომ საქართველო ამ უმძიმესი გამოწვევიდან მინიმალური დანაკარგით გამოვა.

„საქართველოში ფიქსირდება მატება, მაგრამ არც ერთ დღეს არ ყოფილა 20 შემთხვევაზე მეტი. ეს შიდა გადაცემის სტადიისთვის, ანუ ინფექციის გავრცელების სტადიისთვის არის ძალიან ცოტა. ეს იგივეა, რაც წინა სტადიაზე 1-2-3 შემთხვევა. ყველა სხვა ქვეყანაში ფიქსირდება 500 შემთხვევაზე მეტი. ჩვენთან ორ ათეულ შემთხვევას არ გადაცდენია. ჩემი პროგნოზია, რომ ვერ შევინარჩუნებთ ამ სიტუაციას ბოლომდე. დღეს თუ ორი ათეულია, შეიძლება იქნას სამი ათეული, შეიძლება იყოს ოთხი ათეული, მაგრამ ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში დღეში 100-ზე მეტი შემთხვევა არ იქნება. ამას ძალიან დიდი დარწმუნებით ვამბობ. ინფექციის გავრცელების დინამიკა მაჩვენებს ამას. საქართველოში, ჩემი ვარაუდით, შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-სა და 2000-ის ფარგლებში, მაშინ როდესაც სხვაგან, ყველგან, ჩვენზე პატარა სახელმწიფოებში ეს არის 20 000-ზე, 30 000-ზე მეტი და ზოგან 100 000-ზე და 200 000-ზე მეტი. ჩემი პროგნოზით, პიკი ორი-სამი კვირის შემდეგ იქნება. ეს პიკი არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი და ეს პიკი შენარჩუნდება კიდევ ორი-სამი კვირის მანძილზე და დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ, ჩემი პროგნოზით ეპიდემია წავა ქვემოთ. ისე, რომ საქართველო ამ უმძიმესი გამოწვევიდან მინიმალური დანაკარგით გამოვა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
Wolt - კვლავ ღამის 3 საათამდე