იმერეთის ტურისტული სექტორი კორონავირუსის წინააღმდეგ ვიდეომიმართვებს ავრცელებს

იმერეთის ტურისტული სექტორი კორონავირუსის წინააღმდეგ ვიდეომიმართვებს ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის ტურიზმის ცენტრი იუწყება.

მათივე ცნობით, გიდები, ტუროპერატორები, სასტუმრო სექტორის წარმომადგენლები, კაფეების და რესტორნების მფლობელები, მეღვინეები საყოველთაო სლოგანით „დარჩი სახლში" ერთმანეთის გამხნევებას და მხარდაჭერას ვიდეომიმართვებით ცდილობენ.

DMO Imereti-ს ხელმძღვანელის ტატო ლილუაშვილის განცხადებით, ამ აქციით DMO-ს გუნდს სოლიდარობით, ერთად ყოფნის სურვილით და მომავლის იმედით იმ ადამიანების გაერთიანება სურდა, რომლებიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

მისივე თქმით, სწორედ ეს ერთიანობა, ოპტიმიზმი იქნება საწინდარი იმისა, რომ აღნიშნული სექტორი ძალიან მალე შეძლებს რეაბილიტაციას და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.

„მათი მოქალაქეობრივი პოზიცია და პასუხისმგებლობა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს, რისთვისაც უღრმესი მადლობა მათ! თავის მხრივ DMO Imereti გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ რეაბილიტაციისა და აღდგენის პროცესი იყოს რაც შეიძლება მოკლე და ეფექტური", - აღნიშნავს ტატო ლილუაშვილი.

ვიდეომიმართვების ნახვა ქუთაისისა და იმერეთის ტურისტული ცენტრის გვერდზეა შესაძლებელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა