ნიუ-იორკის შტატში დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

აშშ-ის ნიუ-იორკის შტატში ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 731 ადამიანი დაიღუპა. აქამდე არსებულ მონაცემებს შორის, ეს ამ შტატში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში ჯამში 138,836 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 5,489 გარდაცვლილი.

მონაცემები პრესკონფერენციაზე ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ წარადგინა. მისივე თქმით, ადგილობრივმა და ფედერალურმა მთავრობებმა ქალაქ ნიუ-იორკში საავადმყოფოებზე არსებული წნეხის შესამსუბუქებლად დაახლოებით 3 000 საწოლიანი ახალი საველე ჰოსპიტალი მოაწყეს.

ნიუ-იორკის შტატის შემდეგ, კორონავირუსის ეპიდემიამ ყველაზე მეტად მოიკიდა ფეხი მეზობელ ნიუ ჯერსის შტატში. აქ 41,090 ინფიცირებული და 1000-ზე მეტი გარდაცვლილია.

რაც შეეხება მთლიანად შეერთებულ შტატებს, ქვეყანაში ჯამში 380,000-ზე მეტი ინფიცირებულია. ვირუსს ემსხვერპლა 12 000-მდე ადამიანი, ხოლო მისგან განიკურნა 21 300 პაციენტი.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია