ლევან იოსელიანი - ​პენიტენციურ ​სისტემას პატიმრებისთვის ვიდეო შეხვედრების მოწყობა შეუძლია

სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერის ლევან იოსელიანის თქმით, ​პენიტენციურ ​სისტემას პატიმრებისთვის ვიდეო შეხვედრების მოწყობა შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას „სამოქალაქო მოძრაობა“ ავრცელებს.

“კორონავირუსის გამო აკრძალულია პაემნები. ოჯახის წევრებს უკვე დიდიხანია არ ეძლევათ საშუალება მოინახულონ პატიმრები. თუ აქამდე ახლობლები კითხულობდნენ და ნერვიულობდნენ მსჯავრდებულებზე, ახლა პირიქითაა, ისინი ნერვიულობენ ჩვენზე. ამიტომ საჭიროა პენიტენციურმა დაწესებულებამ უზრუნველყოს პატიმრების ოჯახის წევრებთან ონალაინ კომუნიკაცია. ეს ყველაფერი არ დაჯდება ძვირი და ამის განხორციელება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შეუძლია",- აცხადებს ლევან იოსელიანი.

"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერის განცხადებით, ვითარება შეიცვალა და გამხნევება დღეს უკვე პატიმრებისგან ესაჭიროებათ მათი ოჯახის წევრებს, რისი საშუალებაც უნდა მიეცეთ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს