ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ  შემთხვევათა რაოდენობა 196-მდე გაიზარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის ინფექციის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა დაემატა. ამის შესახებ მან „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიებში PCR სტანდარტით 200-მდე კვლევა მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, რომ გვექნება შემთხვევების მატება. ბოლო სამი დღის განმავლობაში იყო ორნიშნა მატებები 15-18. დღეს დილით გვქონდა 7 ახალი შემთხვევა. ახლა დაემატა ერთი და ჯამში არის 196 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 3271 გამოკვლეული ადამიანიდან. ჯამში 3457 ნიმუში გაიტესტა," - განაცხადა გამყრელიძემ.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა