ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სამინისტრომ ძალიან ოპერატიულად იმუშავა და მინდა მადლობა გადავუხადო მყისიერი ღონისძიებებისთვის

ეკონომიკის სამინისტრომ ძალიან ოპერატიულად იმუშავა და მინდა მადლობა გადავუხადო მყისიერი ღონისძიებებისთვის, ბევრმა ბიზნესმა შეძლო ისეთი პირველადი საჭიროების პროდუქტების წარმოება, რომელსაც ადრე არ ვაწარმოებდით , - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში მთელ მსოფლიოში ბევრი მიმართულების გადახედვა ხდება, იცვლება მიდგომები. ამიტომ, მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ სახელმწიფო გარკვეულ განსხვავებულ მიდგომებს შესთავაზებს საზოგადოებას.

„ ეს არის ადეკვატური რეაქცია კონკრეტულ გამოწვევებზე. ახალი გამოწვევები კი ასეთია - დღეს ბევრ ქვეყანაში სასურსათო ჯაჭვში ხდება წყვეტები, ეს უკავშირდება პირველადი მოხმარების საქონელს როგორც სასურსათოს, ისე არასასურსათოს, მათ შორის, სამედიცინოს. აღნიშნულ საკითხზე გაეროს ჰქონდა სპეციალური კვლევა. ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ; ეკონომიკის სამინისტრომ ძალიან ოპერატიულად იმუშავა და მინდა მადლობა გადავუხადო მყისიერი ღონისძიებებისთვის ბიზნესსექტორთან ურთიერთობის კუთხით. ბევრმა ბიზნესმა საქართველოში შეძლო ისეთი პირველადი საჭიროების პროდუქტების წარმოება, რომელსაც ადრე არ ვაწარმოებდით, მაგრამ კრიტიკულად აუცილებელი შეიქმნა საგანგებო პირობებში. სოფლის მეურნეობის დარგი მყისიერად, ერთ დღეში ვერ შეძლებს ადაპტაციას, მას სჭირდება გარკვეული დრო სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ განვახორციელებთ პირველადი საჭიროებების წარმოებების მხარდაჭერას და წახალისებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს