ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას ევროპის ბანკის მიერ გამოყოფილი პაკეტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი მთავარ საგარეო საფრთხედ საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიას ასახელებს. დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ჩამოთვლილია საქართველოს ის ტერიტორიები, სადაც დაინფიცირების ფაქტები გამოვლინდა.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ დაინფიცირებულთა შორის, არიან ის პირებიც, რომლებიც ადრე ახალგორის რაიონში ცხოვრობდნენ და ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„არსებობს ყოველგვარი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას უმალავს კორონავირუსის გავრცელების რეალურ მდგომარეობას და დაინფიცირებულების რაოდენობას. ქვეყანა მდებარეობს მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობით ბოლოდან მეორე ადგილზე. იმის გამო, რომ თბილისის რეჟიმს არ გააჩნია მოსახლეობის მასშტაბური ტესტირების შედეგები, ეს იწვევს ინფორმაციის დამახინჯებას... ამ ფონზე განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ცალკეული ქართველი პოლიტიკოსების სწრაფვა, გაუწიონ ჰუმანიტარული დახმარება სამხრეთ ოსეთს. ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული აქტიურობა პირდაპირ უკავშირდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ე.წ. საგანგებო პაკეტის მითვისების მცდელობას, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს“ , - აღნიშნულია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო