ამირან გამყრელიძე - ვამაყობ იმით, რომ სპეციალობა თავის დროზე სწორად ავირჩიე, ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური სპეციალობა

მე ვამაყობ იმით, რომ სამედიცინო პერსონალის ერთ-ერთი რიგითი წევრი ვარ და ჩემი სპეციალობა თავის დროზე სწორად ავირჩიე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქ ლაივისას“ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყველა კოლეგას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მიულოცა. მან ასევე ისაუბრა მოსახლეობის ჯანმრთელობაში სამედიცინო პერსონალის როლზე.

„ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ყველა ჩემ კოლეგას, ყველა ექიმს, ექთანს, უმცროს სამედიცინო პერსონალს, ბებიაქალებს, ადამიანებს, რომლებიც 24 საათი მუშაობენ. მე ვამაყობ იმით, რომ მათი ერთ-ერთი რიგითი წევრი ვარ და ჩემი სპეციალობა თავის დროზე სწორად ავირჩიე, ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური სპეციალობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუმსუბუქოს დაავადებით გამოწვეული სიმძიმე.

მოგეხსენებათ, პანდემიები საუკუნეში რამდენჯერმე არის და ეს გახლავთ ყველაზე დიდი შეტევა მოსახლეობაზე. დარწმუნებული ვარ, სამყარო მომზადებული შეხვდა და ხვდება ამ პანდემიას და არ გვექნება ისეთი დრამატული შედეგები, როგორიც იყო 1918-20 წლებში „ისპანკას“ დროს, ან სხვა პანდემიების დროს, იგივე 2009 წელს, პანდემიური გრიპის დროს. დღეს, მსოფლიო, ყველა ერთად გავუმკლავდებით ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას. ამაში ჩვენი სამედიცინო პერსონალის ძალიან დიდი როლია. მხოლოდ დიდი პატივი და თავის დახრა მათ წინაშე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო