ამირან გამყრელიძე - PCR ტესტების მარაგები ივსება - ამ კვირაში 20 000 გვემატება, მაისის შუა რიცხვებამდე კონტრაქტები გაფორმებული გვაქვს 60 000 ტესტზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ კვირაში საქართველო დაახლოებით 20 000-მდე PCR ტესტს მიიღებს, ხოლო მაისის შუა რიცხვებამდე 60 000 ტესტს.

„ამ ეტაპზე დაახლოებით 3500 PCR ტესტია ჩატარებული. ამავე დროს, ქვეყანაში შემოსულია უკვე სწრაფი ტესტები, რომელიც აქვს რამოდენიმე კლინიკას. არის სწრაფი ანტიგენზე და ანტისხეულზე დამყარებული ტესტები და მათი მარაგები სულ უფრო და უფრო ივსება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ყველა ტიპის ტესტი. ჩვენ ამ ეტაპზე ძირითადად, ყველაზე ზუსტ PCR ტექნოლოგიებს ვიყენებთ. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ ადამიანს სჭირდებოდა და არ ჩატარებოდა. PCR-ის მარაგები ივსება. ჩვენი გათვლებით ამ კვირაში სადღაც 20 000 გვემატება, მაისის შუა რიცხვებამდე კონტრაქტები გაფორმებული გვაქვს 60 000 ტესტზე. ჯერჯერობით PCR ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ შექმნილა,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ათეულ ათასობით ასეთ ტესტზე შეკვეთა უკვე გაკეთებულია.

„რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, მათთან დაკავშირებით ბევრი შეხედულებაა, მაგრამ მათი ტექნოლოგიები ძალიან იხვეწება. სწრაფ, შედარებით აჩქარებულ ტექნოლოგიებზე მე ვთქვი, რომ ვართ რიგში და მივიღებთ. მივიღეთ ჩინეთისგან და დიდი მადლობა მათ, რომ 2000 ტესტი გვაქვს, რომელიც უკვე საათნახევარში იძლევა პასუხს. ისიც PCR ტექნოლოგიებზე დამყარებულია, ხოლო 15-20 წუთში რომ იძლევიან პასუხს, ეს არის ანტისხეულებზე და ანტიგენზე დამყარებული ტესტები და მათი შეკვეთა გაკეთებულია ათეული ათასობით მარაგისა. ამაზე სახელმწიფო მუშობს და დარწმუნებული ვარ, რომ ის ქვეყანაში იქნება,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო