CNN - ორსულების უმეტესობა, რომელთაც კორონავირუსის დიაგნოზი აქვთ, დაავადებას იმაზე რთულად არ იტანენ, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა

ახალი კვლევის თანახმად, ორსული ქალების უმეტესობა, რომელთაც კორონავირუსის დიაგნოზი აქვთ, დაავადებას იმაზე რთულად არ იტანენ ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა.

კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების შესახებ კვლევა ამერიკულ ჟურნალ Obstetrics & Gynecology-ში გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, ორსულებისგან ვირუსი ბავშვებს ნაკლებად გადაეცემათ. კვლევისას ნიუ იორკში 43 ინფიცირებული ორსული მარტში გამოიკვლიეს.

როგორც CNN წერს, კვლევის მონაწილეთა 80%-ს დაავადება მსუბუქ ფორმებში გამოუვლინდა, ხოლო 15%-ს შედარებით სერიოზულ ფორმებში. დაავადებულთა მხოლოდ 5%-ს აღენიშნა კორონავირუსის კრიტიკულად მძიმე ფორმა.

კვლევის თანახმად, ახალშობილებს დაბადებისთანავე ჩაუტარეს კორონავირუსზე ტესტი და კვლევაში მონაწილე არც ერთი პაციენტიდან ვირუსი ბავშვზე არ იყო გადასული.

აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები მკვეთრად განსხვავდება მანამდე არსებული პანდემიების -SARS-ის და H1N1-სგან, როდესაც ორსულები მათ მიმართ ბევრად უფრო მგრძნობიარენი იყვნენ და მეტი გართულებები, ასევე გარდაცვალების უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობას.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ორსულებისთვის კორონავირუსის საფრთხეების შესახებ დამატებითი კვლევებია საჭირო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა