კახა კალაძე -  მკაცრი ზომები და ნაბიჯები იყო აუცილებელი, რომ, რაც შეიძლება მცირე დანაკარგით, გამოვიდეთ ამ ურთულესი მდგომარეობიდან

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად მოქალაქეების სახლებში დარჩენის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„თბილისისთვის უჩვეულოა ცხოვრების ის წესი, რაშიც ახლა ვიმყოფებით, მაგრამ რას ვიზამთ. ამ ღონისძიებების გატარება არის გადაუდებელი აუცილებლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისელებს, რომელთა უმეტესობა კომენდანტის საათს ძალიან კარგად იცავს. არის გარკვეული დარღვევები, რასაც შესაბამისი რეაგირება ყოველთვის მოსდევს. კიდევ ერთხელ ავხსნი, თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე- ერთია, როცა ხედავ მტერს და იცი, რისთვის უნდა მოემზადო, მეორეა, ებრძვი მას, რასაც ვერ ხედავ. ამ უხილავმა მტერმა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მსოფლიოში. ვხედავთ, რაც ხდება ევროპულ ქვეყნებში, რა მძიმე მდგომარეობაა. თუმცა, საბედნიეროდ, იქაც ბოლო დღეების განმავლობაში ცოტა დასტაბილურდა სიტუაცია.

ამდენად, მკაცრი ზომები და ნაბიჯები, რაც ჩვენ ცოტა ადრე დავიწყეთ, იყო აუცილებელი, რომ რაც შეიძლება მცირე დანაკარგით გამოვიდეთ ამ ურთულესი მდგომარეობიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას-დარჩით სახლში! თუ რაღაც გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, თავი შეიკავეთ გარეთ გასვლისგან. ცოტაც უნდა გავიჭირვოთ და ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რომლის კომენტარსაც თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს