„ტვიტერის“ დამფუძნებელი კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გაიღებს

„ტვიტერის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი აცხადეს, რომ კორონავირუსის შედეგებთან საბრძოლველად 1 მილიარდ აშშ დოლარს გაიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

დორსის განცხადებით, აღნიშნულ თანხას, რომელიც მისი ქონების 28 პროცენტს შეადგენს, საკუთარ საქველმოქმედო ფონდ Start Small-ში გადარიცხავს და ის უნივერსალურ საბაზო შემოსავალსა და გოგონების ჯანმრთელობასა და განათლებაზე იქნება ორიენტირებული.

„ტვიტერის“ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ ფონდში და ფონდიდან განხორციელებული ყველა დონაცია საჯარო იქნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა