რელიგიის საკითხთა სააგენტო ყველა იუდეველს ფესახის დღესასასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა იუდეველს ფესახის დღესასწაულს ულოცავს. სააგენტო შესაბამის მისალოც წერილს ავრცელებს.

“8 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით, ებრაელები ფესახს (პასექი) აღნიშნავენ. ებრაელთათვის ეს დღესასწაული ეგვიპტეში დაბადებულ პირველშობილთა სიკვდილის გახსენებასა და მონობიდან თავის დაღწევას უკავშირდება.

ფესახის ანუ პასექის დღესასწაულის პირველი და მეშვიდე დღე უქმეა, იკითხება ლოცვები, მზადდება სადღესასწაულო კერძები. შუალედ დღეებს ”ხოლ ჰამოედ” ეწოდება. დიასპორა კი რვა დღის განმავლობაში ზეიმობს ამ დღესასწაულს. რაც შეეხება დღის დამატებას, ერთი დღის დამატება მოხდა იმ მიზეზით, რომ შორს მცხოვრებ ებრაელს საკმარისი დრო ჰქონოდა იერუსალიმის ტაძარში წასასვლელად.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, ჩვენს თანამოქალაქე ქართველ ებრაელებს ფესახის დღესასწაულს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა