მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევიდან 2 მათ კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს 2 ახალი პაციენტი ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა და მათი ასაკი 70 წელზე მეტია.

“დღეს დაგვემატა 13 ახალი შემთხვევა, ამ ეტაპზე ქვეყანაში არის 208 დადასტურებული შემთხვევა. ამ პაციენტებიდან 5 - ბათუმშია, 2- ქუთაისში, დანარჩენი - თბილისში. გამოჯანმრთელებული არის 46 პაციენტი. გუშინ ჩვენს ცენტრში 24 პაციენტის ტესტირება მოხდა და მხოლოდ 2-ზე მივიღეთ დადებითი პასუხი. ჩვენ გვყავდა 4 მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომელთაგან 2 უკვე დასტაბილურდა და ჩვეულებრივ განყოფილებაშია გადაყვანილი. ჯერჯერობით 2 გვრჩება მძიმე პნევმონიით, თუმცა აქაც უკვე შეინიშნება გაუმჯობესება და იმედი გვაქვს, რომ უკვე 1-2 დღეში მათაც ჩვეულებრივ განყოფილებებში გადავიყვანთ. 2 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკია, ეს 2 პაციენტი გახლავთ 70 წელს გადაცილებული, ერთ-ერთ მათგანს აქვს დიაბეტი, ანუ ერთთან ორმაგი რისკია - ასაკი და თანარსებული დაავადება დიაბეტის სახით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა