არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის მამაკაცს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა 5 და 7 წლის გოგონების მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული დ.ძ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ.ძ.-მ 2019 წლის 27 ივლისს, თბილისში, 5 და 7 წლის გოგონების მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება.

სამართალდამცველებმა დ.ძ. 2019 წლის 29 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

არასრულწლოვანი დაზარალებულების მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე არასრულწლოვანი დაზარალებულების დაკითხვა ფსიქოლოგის მონაწილეობით განხორციელდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ძ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს