გიგლა მიქაუტაძე - ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ცოტაა, თუმცა რაც გვაქვს, ის მაინც გამოვიყენოთ მაქსიმალურად

ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ცოტაა, თუმცა რაც გვაქვს, ის მაინც გამოვიყენოთ მაქსიმალურად, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა, რითიც სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის ნაკლებობის თაობაზე, სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. მიქაუტაძის თქმით, სახელმწიფოს დროულად რომ მიეღო სწორი გადაწყვეტილებები, დღეს კრიზის გაცილებით წელგამართულები შევხვდებოდით, თუმცა ახლა წუწუნის დრო არ არის და დროული მოქმედებაა საჭირო.

"მსურს გამოვეხმაურო სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის ნაკლებობაა. სამწუხაროა, რომ ამ თემაზე ფორსმაჟორში გვიწევს საუბარი და ხელისუფლება წლების მანძილზე უგულებელყოფდა კრიტიკას, მათ შორის, სახელმწიფო კომპანია „მექანიზატორის“ პრივატიზაციასთან დაკავშირებით. სწორედ ეს კომპანია ფლობს დღეს ტექნიკის უდიდეს ნაწილს ქვეყანაში, აწესებს ფასებს და აფერხებს ჯანსაღ კონკურენციას ბაზარზე. ბევრი კვლევა ადასტურებს იმას, რომ „მექანიზატორი“ ზარალზე მომუშავე სახელმწიფო კომპანიაა, რომლის საქმიანობით ფერმერთა დიდი ნაწილი წლებია უკმაყოფილოა. სახელმწიფოს დროულად რომ მიეღო სწორი გადაწყვეტილებები, დღეს კრიზისს გაცილებით წელგამართულები შევხდებოდით. თუმცა ახლა წუწუნის დრო არ არის და დროული მოქმედებაა საჭირო. პირველი რიგის ამოცანა არსებული რესურსის მაქსიმალური ათვისება უნდა იყოს, რისთვისაც როგორც ტექნიკის, ისე თავისუფალი მიწის რესურსები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ფერმერებისთვის. წლებია 800 000 ჰა ფართობის სახნავ-სათესი სავარგულებიდან, ყოველწლიურად მხოლოდ 200 000 ჰა მუშავდება’’, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ. აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო