„ნიუ ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ ლერმონტოვის ქუჩაზე კედლის ჩამონგრევისას დაშავებული სამი მუშიდან ორი მათ კლინიკაშია და პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე კედლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 3 მუშიდან 2 კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსშია” მოთავსებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს” კლინიკაში განუცხადეს, ჯერჯერობით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ჩვენთან ამ შემთხვევის შედეგად დაშავებული 2 მუშაა შემოყვანილი. ამჟამად მათ უტარდებათ გამოკვლევები და შემიძლია გითხრათ, რომ მათი ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური”, - აცხადებენ კლინიკაში.

ცნობისთვის, ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს, ნანგრევებში 3 მუშა მოჰყვა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა