ლევან რატიანის განცხადებით, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკას დღეს ვირუსისგან გამოჯანმრთელებული 2 პირი დატოვებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 71 პაციენტია მოთავსებული, აქედან კორონავირუსი 53 შემთხვევაში არის დადასტურებული, დანარჩენები კი ანალიზების პასუხს ელოდებიან.

რატიანის განცხადებით, გუშინ კლინიკაში მედპერსონალის გამოკვლევა ჩატარდა PCR მეთოდით და ვირუსის არსებობა არც ერთი მათგანის შემთხვევაში არ დადასტურდა.

ამასთანავე, რატიანის თქმით, დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

„ალბათ, ყველას აინტერესებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა. ყველა მათგანთან ამ ეტაპამდე გვაქვს დადებითი დინამიკა. ასევე მინდა, გითხრათ 42 წლის პაციენტზე, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში ყველაზე ახალგაზრდა მძიმე პაციენტი, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მეტ- ნაკლებად სტაბილურია, ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს ვენტილაციის საშუალებით.

რაც შეეხება ორსულ ქალბატონებს, 24 კვირის ორსულთან გავიდა მეთოთხმეტე დღე. იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში ტესტი და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი. რაც შეეხება 8 კვირის ორსულს, მისი და ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს. რაც შეეხება ბიჭუნას მდგომარეობას, მასთან არანაირი უარყოფითი კლინიკა არ გაგვაჩნია. ბავშვი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი. ბოლო რამდენიმე საათია კლინიკური გამოვლინება კოვიდ ვირუსისთვის დამახასიათებელი არ ყოფილა,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

მისისვე ინფორმაციით, კლინიკაშიკ მოთავსებულ 27 პაციენტს კოვიდინფექციით გამოწვეული პნევმონია აღენიშნება, რატიანის თქმით, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მკურნალობენ ინფექციონისტებისა და თერაპევტების მეთვალყურეობის ქვეშ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო