„ჯივიპი“, ვაკის რაიონში, რადიანის ჩიხში წყალსადენისა და წყალარინების სისტემას სრულად ანახლებს

„ჯივიპი“ ვაკის რაიონში, რადიანის ჩიხში წყალმომარაგების სისტემას სრულად ანახლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები სრულად აღჭურვილია დამცავი ნიღბებითა და სხვა ყველა საჭირო ინვენტარით, რათა უსაფრთხოდ აწარმოონ სამუშაოები.

მათივე ცნობით, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანია აგრძელებს სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით.

„პროექტის ფარგლებში შეიცვალა 300 მეტრის სიგრძის ძველი, ამორტიზებული წყალარინების ქსელი. ამჟამად კი მიმდინარეობს 250 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია. ახალ სისტემაზე მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები. რადიანის ჩიხის სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია 230 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. „ჯივიპი“ წყალსადენის ქსელზე სამუშაოებს აპრილის ბოლოს დაასრულებს, რის შემდეგაც ვაკის რაონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს’, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს