მერაბ ქვარაია - ის პოზიტივი, რომელიც საქართველოს აქვს და განასხვავებს ბევრი სხვა უფრო ძლიერი სახელმწიფოებისგან, არის სწორი მენეჯმენტისა და სწორი პოლიტიკის შედეგი

ის პოზიტივი, რომელიც საქართველოს აქვს და განასხვავებს ბევრი სხვა უფრო ძლიერი სახელმწიფოებისგან, არის სწორი მენეჯმენტისა და სწორი პოლიტიკის შედეგი. ეს არის იმ რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგი, რომელსაც პროფესიონალი ექიმები გვთავაზობენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების თითოეული გადაწყვეტილება პროფესიონალ ექიმებთან შეთანხმებით მიიღება.

„ჩვენი პირველი და უმთავრესი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები პირველივე დღიდან სწორი და ეფექტური იყო. სხვა შემთხვევაში არ გვექნებოდა ის შედეგები, რაც დღეის მდგომარობით გვაქვს.

ვის უნდა დავუჯეროთ - ამირან გამყრელიძეს, რომელიც გამოცდილი სპეციალისტი და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია თუ გიორგი ვაშაძეს, რომელიც პოლიტიკური აქტიურობით ცდილობს ყურადღების მიპყრობას, სინამდვილეში კი წარმოდგენა არ აქვს რაზე ლაპარაკობს და მხოლოდ დემაგოგიის კორიანტელს აყენებს ?! რა თქმა უნდა, ამირან გამყრელიძეს უნდა ვენდოთ და დავუჯეროთ! პროფესიონალი ექიმების რჩევების გათვალისწინების შედეგია ის პოზიტივი, რაც დღეს გვაქვს“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო