აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 10000-მდე დევნილ ბენეფიციარს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტს გადასცემს

აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 10000-მდე ბენეფიციარს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები გადაეცემათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღდგომის დღესასწაულზე ამ დევნილ ოჯახებს, სადღესასწაულო ნობათები და აფხაზეთის მთავრობის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ბზის ნერგები დაურიგდებათ.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის სტრატეგიიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შეიქმნა სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს სახით, რომელიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით უზრუნველყოფს ერთიანი პოლიტიკის გატარებას და იძულებით გადაადგილებულ პირთა აქტიურ დახმარებას. საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსის პრევენციისთვის არაერთი ღონისძიება განხორციელდა. დახმარება გაეწიათ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ დევნილთა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და სადეზინფექციო დისპენსერები გადაეცათ. მომდევნო დღეების განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 10000-მდე ბენეფიციარს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები გადაეცემათ. დარიგების პროცესში აქტიურ მონაწილეობას სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები მიიღებენ. ასევე, აღდგომის დღესასწაულზე დევნილებს სადღესასწაულო ნობათები და აფხაზეთის მთავრობის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ბზის ნერგები დაურიგდებათ. აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო