ბერლინის პრუსიის სამეფო სასახლეში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. სასახლე, რომელიც მე-15 საუკუნეში აშენდა მეორე მსოფლიო ომის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამჟამად სასახალეში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული. ადგილზე სამაშველო-სახანძრო ჯგუფები მუშაობენ.