ლევან რატიანი ჟურნალისტებს - ახლა მეც ვარღვევ კანონს, რომ თქვენთან სოციალური დისტანცირება არ მაქვს

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ხვალიდან COVID19-თან მიმართებით მედიასთან განცხადებებს განსხვავებული ფორმით გააკეთებს, რაც სოციალური დისტანციის დაცვას გულისხმობს.

„ახლა მეც ვარღვევ კანონს, რომ თქვენთან სოციალური დისტანცირება არ მაქვს. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ხვალიდან ინტერვიუები განსხვავებული წესით მოგაწოდოთ“, - განაცხადა რატიანმა.

ამასთან, მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 13 მარტს დადო დასკვნა, რომ ადამიანების 80% შესაძლოა, იყოს ინფექციის მატარებელი და არ იყოს დაავადებული.

„ამიტომ, ასეთი ადამიანები საშიშროებას წარმოადგენენ საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ არიან 100%-ით ინფექციის გამავრცელებლები“, - განაცხადა რატიანმა და აღნიშნა, რომ ამიტომ არის მოწოდება სოციალური დისტანცირების შესახებ.

ამასთან, რატიანის თქმით, კოვიდინფექციასთან ბრძოლის დროს კარგი განწყობის ქონას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„კიდევ ერთი მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ამ დაავადებიდად გამოსვლაში დიდი მნიშვნელობა აქვს, ალბათ ყველას გაგვიგია „უზნაძის განწყობის თეორიას“. ყველა ვიყოთ ძალიან კარგ განწყობაზე“, - განაცხადა რატიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს