ლერმონტოვის ქუჩაზე, კედლის ჩამონგრევის შედეგად მუშების დაშავებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე კედლის ჩამონგრევის შედეგად მუშების დაშავებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაა დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ცნობისთვის, თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს, ნანგრევებში სამი მუშა მოჰყვა. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა