დიმიტრი ხუნდაძე - ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი მიმდინარეობს, კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ სათანადო მომზადებას, გაეთიშებიან პროცესში მონაწილეობას

ის კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ სათანადო მომზადებას, გაეთიშებიან ამ პროცესში მონაწილეობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, უკვე მე-5 დღეა, რაც რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი მიმდინარეობს.

„უკვე მე-5დღეა, რაც პრემიერის დავალებით, რეგიონებში მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი. უკვე შემოწმდა ფოთი, ქუთაისი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. მოწმდება ინფრასტრუქტურა, აღჭურვა,ხელოვნური სუნთქვის აპარატები,ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგები, ფასდება მედპერსონალსათვის ჩატარებული ტრენინგების ხარისხი. კლინიკების უმრავლესობა მზადყოფნაშია. გაცემულია ადგილზე რეკომენდაციები, იდენტიფიცირებულია ხარვეზები და მიცემულია დრო მის გამოსასწორებლად. ის კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ სათანადო მომზადებას, გაეთიშებიან ამ პროცესში მონაწილეობას. რეგიონებში შემოწმება გაგრძელდება ბოლო კლინიკამდე. შესაბამისი დასკვნები კი წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს,“ - განაცხადა ხუნდაძემ. აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა