ირაკლი ჩიქოვანი - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა სპეციალური პროტოკოლი, რომელიც აგრარული ბაზრებისთვის სავალდებულოა

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა სპეციალური პროტოკოლი, რომელიც აგრარული ბაზრებისთვის სავალდებულოა.

როგორც ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მთავრობა აგრარული ბაზრების წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების ყველა შესაძლებლობა აღმოიფხვრას.

“პრაქტიკულად, ყველა აგრარული ბაზარი იქნა დაკეტილი, თუმცა გუშინ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცდა სპეციალური რეგლამენტი, სპეციალური პროტოკოლი, რომელიც სავალდებულოა ყველა იმ ობიექტისთვის, რომელსაც აქვს სურვილი, რომ გააგრძელოს ფუნქციონირება და საბითუმო რეჟიმში შესთავაზოს მომხმარებლებს საკუთარი სერვისები. ეს პროცესიც მიმდინარეობს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად და უშუალოდ კონკრეტული აგრარული ბაზრების ადმინისტრაციასთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ, რომ აბსოლუტურად ყველა ზომა იქნას დაცული, რომ შემცირდეს და აღმოიფხვრას კოვიდ-19-ის გავრცელების ყველა შესაძლებლობა”, - განაცხადა ჩიქოვანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა