ირაკლი ჩიქოვანი - კორონავირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის, ჩვენ მხოლოდ პროცესში ვიმყოფებით, ამიტომ, აუცილებლად უნდა დავიცავთ ყველა რეგულაცია

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებლად დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია და მოთხოვნა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, მთავრობის მიერ გაიცა. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ მოითხოვს, მოქალაქეებმა გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის და მათი ვარაუდით, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება.

„დღეს, სამწუხაროდ, უკვე 200-ზე მეტი ფაქტია დაფიქსირებული. ჩვენ კვლავ გვაქვს მოლოდინი, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველა ბიზნეს სუბიექტს, ნებისმიერი ობიექტის წარმომადგენელს, აუცილებლად, ყველამ უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რომელიც შემოღებულია. მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ სახლიდან. კორონავირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პროცესში ვიმყოფებით. მხოლოდ ქვეყანაში არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევუმსუბუქოთ თითოეულ ჩვენთაგანს, მოქალაქეს და რა თქმა უნდა, სამედიცინო სისტემასაც ის ზეწოლა, რომელიც შეიძლება მათზე წამოვიდეს. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს მოდუნების საშუალება. აუცილებლად უნდა დავიცავთ ყველა რეგულაცია, პროტოკოლი და შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაშია დაწესებული“,-განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა. მათგან 48 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს