ირაკლი ჩიქოვანი - ყველა საწარმო, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ფუნქციონირების უფლება აქვს მიღებული, მკაცრად გაკონტროლდება

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველა ის საწარმო, რომელსაც COVID19-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ფუნქციონირების უფლება აქვს მიღებული, მკაცრად გაკონტროლდება.

მისივე განმარტებით, ანალოგიური კონტროლი მიმდინარეობს სამშენებლო ობიექტებზე.

„იმ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, არიან საწარმოები, რომლებიც ფუქნქციონირებენ სპეციალური პირობების დაცვის შემთხვევაში. ასეთი საწარმოების კონტროლი დაიწყო. უკვე შემოწმდა რამდენიმე ათეული საწარმო, შემოწმებას რამდენიმე უწყება ერთობლივად ახორცილებს. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული COVID19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები. შესაბამისად, ჩვენ ამ მონიტორინგს გავაგრძლებთ. ყველა ის საწარმო, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ფუნქციონირების უფლება აქვს მიღებული მკაცრად გაკონტროლდება იმისათვის, რომ მკაცრად დაიცვან ყველა ის რეგულაცია, სპეციალური სტანდარტი და პროტოკოლი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის დადგენილი. ანალოგიური კონტროლი მიმიდნარეობს სამშენებლო ობიექტებზე . ამ სამშენებლო ობიექტებთან მიმართებით, ასევე არის მკაცრი კონტროლი. შემოწმდა 100-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა, ამაში მონაწილეობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც. გვქონდა შემთხვევები, სადაც სრულად იყო დაცული ეს რეგულაციები, თუმცა არსებობდა შემთხვევები, სადაც ეს ვერ იქნა უზრუნველყოფილი და შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ მშენებლობების შეჩერება მომხდარიყო. ის არ გაგრძელდება, ვიდრე არ შეძლებენ სრულად დააკმაყოფილონ უსაფრთხოების ყველა პროტოკოლი, რომელიც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედებისათვის“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა