ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა საქართველოში შაქრის წარმოებას დაეხმარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა საქართველოში შაქრის წარმოებას გვერდში დაუდგება.

მისივე თქმით, აგარის შაქრის კომბინატი ორ თვეში წარმოების დაწყებას შეძლებს.

„მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დაეხმაროს არა მაინც და მაინც კონკრეტულ კომპანიას, აგარის შაქრის კომბინატს, არამედ ადგილობრივი შაქრის წარმოებას. ეს ერთ-ერთი იმ დარგებთაგანია, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად განვავითარებთ და ავაღორძინებთ, ვინაიდან საკუთარი რესურსით საკუთარი ბაზრის მომარაგება შევძლოთ ყველგან, სადაც ეს უპრიანია. შაქრის წარმოება ასეთი დარგია. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ დავეხმარებით აგარის შაქრის კომბინატს, ამაში იგულისხმება ის, რომ ნებისმიერი საწარმო, რომელიც საქართველოში შაქარს აწარმოებს, იგივე პირობებს მიიღებს. ამ ეტაპზე ეს არის აგარის შაქრის კომბინატი, რომელიც ყველაზე მეტად მზად არის და ორ თვეში შეძლებს, რომ წარმოება დაიწყოს. თუკი რომელიმე კომპანია ასევე იქნება მზად, ჩვენ, რა თქმა უნდა, იგივენაირად დავუდგებით მათ გვერდში სხვადასხვა მექანიზმით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა