ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, როდის დაიწყება პნევმოკოკით აცრა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პნევმოკოკით აცრას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც კონკრეტულ პროტოკოლს შეიმუშავებენ და აღნიშნულს ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტი დაამტკიცებს.

აღნიშნულის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჯანდაცვის სამინისტროში, კონკრეტულად, პოლიტიკის დეპარტამენტი იღებს პოლიტიკურ და ასევე, ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილებებს. პოლიტიკის დეპარტამენტი ახლა მუშაობს იმ კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვაზე და ასევე დეტალურ განსაზღვრაზე, თუ როდის და რა ასაკის მოქალაქეებს უნდა გაუკეთდეთ ეს ტესტები.

ჩვენ რა თქმა უნდა, კონსულტაციებს გავდივართ როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ასევე ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციებს. მას შემდეგ, რაც ეს კონკრეტული პროტოკოლი შემუშავებული და დამტკიცებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის მხრიდან, ჩვენ ამის განხორციელებას დავიწყებთ ყოველივე იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა და საფრთხე არც პანდემიის და არც პანდემიის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს