ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პაციენტების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდის, ასევე ვირუსის მსუბუქი გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტებს საკარანტინო ზონებში უმკურნალებენ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახლში მკურნალობის პროტოკოლი უკვე მზად არის და პაციენტების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდის, ასევე მსუბუქი პაციენტების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ პაციენტების საკარანტინო ზონებში მკურნალობა.

ტიკარაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ექიმები მუდმივ კონსულტაციას გადიან.

„სახლში მკურნალობის პროტოკოლი უკვე მზად არის, ეს მკურნალობაც იქნება სიმტომური, ისევე როგორც სტაციონარში მკურნალობა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი არის 80% მიმდინარე კოვიდინფექციის არის მსუბუქი ფორმის.

ამ პაციენტების მკურნალობა მოხდება საკარანტინო ზონებში, ეს პროტოკოლი მზად არის, ექიმები გადიან ამასთან დაკავშირებითაც მუდმივ კონსულტაციას, ჩვენ ასევე ვანახლებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებულ სხვადასხვა პროტოკოლებს, ვჯერდებით ამასთან დაკავშირებით და იმ ეტაპზე, როდესაც უკვე დავაფიქსირებთ პაციენტების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას და ასევე გამოვლინდება ის მსუბუქი შემთხვევები, რომლების მართვა საჭირო იქნება საკარანტინო ზონებში, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მათი მკურნალობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო