„თავისუფალი საქართველო“ - სტუდენტებს სტატუსი არ უნდა შეუჩერდეთ

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცარია, უნივერსიტეტების მიერ დავალიანების მქონე სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მიმდინარე აკადემიურ სემესტრში, სახელმწიფოს მხრიდან, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს თანხების მოძიება, რათა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელება შეძლონ.

„საქართველოში 2020 წლის მონაცემებით სტუდენტების რიცხვი 148 000 აჭარბებს. იმ პირობებში როდესაც კორონავირუსმა ბევრი სტუდენტი უმუშევარი დატოვა, სტუდენტები თანხის გადახდას ვეღარ ახერხებენ, რასაც ზოგიერთი უნივერსიტეტი გაგებით მოეკიდა, ზოგიც - არა. სამწუხაროდ, სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა სტატისტიკა, რაც წლიდან წლამდე იზრდებოდა და 2018 წელს 53000 გადააჭარბა, ახლა კიდევ უფრო გაიზრდება თუ სახელმწიფო დროულად არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო საკუთარ თავზე ვერ აიღებს 148 000 სტუდენტის განათლების სრულად დაფინანსებას, რაც წელიწადში დაახლოებით 333 მლნ ლარს აღემატება, მაგრამ მიმდინარე აკადემიურ სემესტრში, გამონაკლისის სახით, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოძიებული თანხები, იმისთვის რომ სტუდენტებმა შეძლონ სწავლის გაგრძელება“ - განაცხადა შოთა მაქაცარიამ. აღნიშნულ კომენტარს „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს