სოფო კილაძემ პატიმრები, მათ შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ პირობებს გაეცნო და ბრალდებულებს შეხვდა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოფო კილაძე, პირისპირ ესაუბრა მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

„როგორც საკუთარი თვალით ვნახე, პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული. სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ და მათი უფლებები ყველა მიმართულებით დაცულია. მინდა დავამშვიდო მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, პენიტენციური სისტემის ადმინისტრაცია ყველა მიმართულებით ძალიან კარგად ზრუნავს მათზე. აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, რომლებიც კარანტინის პირობებში საკუთარ ოჯახებს მოწყდნენ და ზრუნავენ პატიმრებზე. ისინი ნამდვილად იმსახურებენ დიდ პატივისცემას“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო