შუახევი ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო

შუახევი ჰესის ჰიდროელექტრო სადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. პირველ ეტაპზე გაეშვა შუახევიჰესი (178 მგვტ), ხოლო სხალთა ჰესის (9 მგვტ) ოპერირებაში შესვლა გაზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება.

,,შუახევი ჰესმა წარმატებით გაიარა ოპერირებაში შესვლის ყველა ეტაპი და ჩვენ კომერციული ოპერირება დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უკვე იღებს საქართველოს მოსახლეობა“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე თვეში ოპერირებაში შევა ასევე სხალთა ჰესი, რის შემგომაც უკვე შუახევის ჰესების კასკადი მთელი სიმძლავრით ამუშავდება.

„ჩვენ გვჯერა, რომ განახლებადი ენერგიის სხვა წყაროებთან ერთად, შუახევი ჰესი ქართული ენერგო სისტემის მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში”, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შუახევის ჰესების კასკადი, ჯამურად გამოიმუშავებს 450 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რითაც ყოველწლიურად შეამცირებს სასათბურე აირის გამოფრქვევას გარემოში 200 ათასი ტონით და ხელს შუწყობს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას კლიმატის ცვლილების შემცირების შესახებ. შუახევი ჰესის ჰესების კასკადი წარმოადგენს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ენერგო პროექტს, რომელიც ბოლო 70 წლის მანძილზე საქართველოში განხორციელდა. ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოში დარჩება და მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულებას

შეგახსენებთ, შუახევი ჰესმა ოპერირება 2017 წელს დაიწყო, თუმცა იმავე წელს ორი თვის გახსნილი შუახევი ჰესის გვირაბი რამდენიმე ადგილას ჩამოინგრა და მას შემდეგ ჰესი არ ოპერირებდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო