სოფიო კილაძე - ამერიკელი პარტნიორები აღნიშნავენ, რომ საქართველო თამამად უმკლავდება გამოწვევებს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის განცხადებით, დღეს მსოფლიოში არსებულ უმძიმეს ვითარებაში საქართველო წარმატებით უმკლავდება გამოწვევებს და ამას აღნიშნავს მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ამ რთულ პირობებში ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ევროპული ოჯახის წევრი და შეუძლია მაქსიმალური კონსოლიდაცია ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.

მისი თქმით, ამის დასტურია „დეილი სიგნალის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიაც სათაურით „საქართველო წარმოადგენს ამერიკის გამოცდილ მოკავშირეს საერთო გამოწვევებთან ბრძოლაში“, რომელშიც პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო ბევრ კრიტიკულ გლობალურ საკითხში აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, ევროპელი პარტნიორები აღნიშნავენ იმას, რომ საქართველო ძალიან თამამად და ძალიან კარგად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს წინაშე, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე არის. ვფიქრობ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ევროპული ოჯახის წევრი და ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან რთულ პირობებში მაქსიმალური კონსოლიდაცია ისე, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პატარა ქვეყანას მოვუაროთ შესაბამისად. ამიტომ, ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენი პატარა ქვეყნის ასეთ დიდ ძალისხმევას ნამდვილად ადეკვატურად აფასებენ, ხედავენ და მათთვის ეს ყველაფერი არის ძალიან მისაღები და ძალიან კარგი“, - განაცხადა სოფო კილაძემ, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა