ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო აგრძელებს სამწლიან რეფორმას სფეროს ეკოსისტემის შესაქმნელად

ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის დაფიქსირების პირველივე კვირიდან დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

მათი ინფორმაციით, სააგენტომ დაწყებულ სამწლიან რეფორმაზე მუშაობა დისტანციურ რეჟიმში განაგრძო, რისთვისაც რეფორმის მიმართულებების ნაწილი გააციფრულა, ნაწილს კი ფორმა უცვალა და სრულად მოარგო დღევანდელ რეალობას.

„მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხით გამოწვეული მღელვარება საქართველოსაც შეეხო და გამონაკლისი არც ახალგაზრდობის სააგენტოა, რომელმაც თანამშრომლებისა და ბენეფიციარების ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე იზრუნა და ვირუსის გამოჩენის პირველივე კვირიდან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.

ჯანმრთელობის გარდა, არანაკლებ საგულისხმოა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები და რადგანაც სააგენტოს მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მზადყოფნას თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებისთვის, იქნება ეს დასაქმებისა თუ არაფორმალური განათლების კუთხით, სააგენტო აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას. სააგენტომ დაწყებულ სამწლიან რეფორმაზე მუშაობა დისტანციურ რეჟიმში განაგრძო, რისთვისაც რეფორმის მიმართულებების ნაწილი გააციფრულა, ნაწილს კი ფორმა უცვალა და სრულად მოარგო დღევანდელ რეალობას.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს სამწლიანი რეფორმა ევროპულ მოდელს ეფუძნება და საქართველოში ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას ისახავს მიზნად. ახალგაზრდული სფეროს რეფორმა მიმდინარეობს ეროვნულ, რეგიონალურ და მუნიციპალიტეტების დონეებზე.

რეფორმა შემუშავდა ევროკავშირის ქვეყნების მოდელებისა და მათი წარმატებული გამოცდილების საფუძველზე, მათ შორის ევროსაბჭოსა და ევროკავშირთან ვიზიტისას მიღებული კონსულტაციებისა და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით. რეფორმაში ჩართულნი არიან ახალგაზრდული სფეროს ექსპერტები, ადგილობრივი ახალგაზრდული და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და გათვალისწინებულია საქართველოს 10-ვე რეგიონის მუნიციპალიტეტების საჭიროებები.

დაწყებული სამწლიანი რეფორმა ქმნის ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას, არაფორმალური განათლების გზით და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის მიერ აღიარებული ძირითადი საკვანძო 9 კომპეტენციის გადაცემას.

მიმდინარე რეფორმის მიმართულებებია:

ახალგაზრდული საქმიანობისა (Youth Work) და ახალგაზრდული მუშაკების ინსტიტუციონალიზაცია, რის შედეგადაც საქართველოში გაჩნდება ახალგაზრდულ თემებსა და ახალგაზრდებთან მომუშავე სერტიფიცირებული ადამიანური რესურსი. ისინი შესაბამისად გადამზადდებიან და სახელმწიფოსგან აღიარებულ სერტიფიკატსაც მიიღებენ.

მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდობის სააგენტოს გუნდმა საქართველოს 10-ვე რეგიონს და 64–ვე მუნიციპალიტეტს ეწვია, გაეცნო ადგილობრივად ახალგაზრდულ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს. სააგენტომ რეგიონებში სფეროს ექსპერტების ჩართულობითა და მუნიციპალიტეტების მოტივაციის გათვალისწინებით იმუშავა და 10-ვე რეგიონიდან საპილოტედ თითო მუნიციპალიტეტი შეარჩია. სააგენტო აქტიურად განაგრძობს შერჩეულ მუნიციპალიტეტებთან დისტანციურ რეჟიმში მუშაობას.

ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება - ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგანაც ევროპული ქვეყნების წარმატებული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ახალგაზრდების განვითარების საუკეთესო გზა ახალგაზრდული ორგანიზაციების მეშვეობითაა შესაძლებელი. ამ მიმართულების ფარგლებში სააგენტომ მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. აპლიკანტმა ორგანიზაციებმა გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი პლატფორმული პროექტები უნდა წარმოადგინონ, რომლებიც არაფორმალური განათლების გზით კონკრეტულ რეგიონში ახალგაზრდების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ახალგაზრდობის სააგენტოსთვის ასევე პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს: ახალგაზრდობის მონაწილეობითი პოლიტიკა (Youth Participation Policy), “ჰობი განათლება და ბანაკები”, საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმის იმპლემენტაცია და ახალგაზრდული სფეროს გაციფრულება შესაძლებლობების პირველი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე YOUTHPLATFORM.GOV.GE

ახალგაზრდობის სააგენტოს რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია სააგენტოს ფეისბუკის გვერდზე: https://www.facebook.com/youthagency2019

ახალგაზრდობის სააგენტო ქმნის ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო