ლევან რატიანის განცხადებით, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 53 პაციენტი მკურნალობს და მათგან 27-ს მწვავე პნევმონია აქვს

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისათვის 71 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც 53 ადამიანი COVID19-ით არის ინფიცირებული. როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საავადმყოფოდან დღეს დილით 2 პაციენტი გაეწერა. ამის შემდეგ კი დამატებთ ორი ახალი პაციენტი მიიღეს, რომელთაგან ერთი 14 წლის ბავშვია და ის თსსუ-ს კლინიკაში სხვა კლინიკიდან შეიყვანეს.

რაც შეეხება მეორე, მოზრდილ პაციენტს , ლევან რატიანის თქმით, ჩატარებული კლინიკური კვლევის შედეგად, ამ ეტაპამდე, მხოლოდ მოზრდილთან არის გამოვლენილი კოვიდვირუსით ინფიცირება და სასუნთქი გზებისთვის დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინება. მისივე თქმით, პაციენტს სტანდარტის მიხედვით, ყველა გამოკვლევა ჩაუტარდა და ის თერაპიულ განყოფილებაში მოთავსდა.

„რაც შეეხება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არსებული პაციენტების მდგომარეობას, მათი მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია. იცით, რომ კლინიკაში ამ 53 პაციენტიდან გვყავს 27 პაციენტი დადასტურებული კომპიუტერული ტომოგრაფიით, მწვავე პნევმონიით. ასევე, დღეისათვის გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში რამდნიმე ტესტი. პასუხებს დღის მეორე ნახევარში ველოდებით“, - განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება, ასევე, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ორსულ ქალებს, ექიმის განმარტებით, მათი მდგომარეობა ფიზიოლიგიურ პირობებშია და მათთან მიმართებით არანაირი გართულება არ ფიქსირდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს