ბექა ოდიშარიას განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც სამშობლოში საკუთარი მოქალაქეების დაბრუნება მოახერხა

პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერი, საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი სრულიად არის ჩართული საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ყოველდღიურად ისმენენ განახლებულ, ოპერატიულ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაა ჩვენს დიასპორებში საზღვარგარეთ.

„ჩვენი საელჩოები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საკონსულოები, 24 საათიან რეჟიმში ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით იმყოფებიან საზღვარგარეთ. აწვდიან მათ სხვადასხვა სერვისებს, დაწყებული ბილეთის შეძენისა და ძველი ბილეთის გადაცვლასთან დაკავშირებით. ასევე, იქნება ეს სამედიცინო დახმარება, ვადაგასული დაზღვევის პოლისების ონლაინ სისტემით გახანგრძლივება, საკვებით, თავშესაფრით, პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა. ასევე ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ დარჩენილ ჩვენს თანამემამულეებს უზრუნველყოფენ ისეთი საჭირო სერვისებით, როგორიც იურიდიული თუ სხვა მომსახურებაა“,-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც მოახერხა და სამშობლოში დააბრუნა საკუთარი მოქალაქეები, ამიტომ, მისი აზრით, დეზინფორმაციაა, რომ რეისები ჭიანურდება.

„საქართველოში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებსაც და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებსაც უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია სისტემაზე, რომელიც მუშაობს მწყობრად. ეს სისტემა გულისხმობს იმას, რომ ჩამოსული ადამიანების კარანტინში განთავსება, მათი თვითიზოლაციაში გადაყვანა უნდა მოხერხდეს დაბალანსებულად, რომ არ მივიღოთ იგივე სიტუაცია, რაც მიიღეს წამყვანმა ქვეყნებმა დღეს მსოფლიოში. შესაბამისად, აქამდე განხორციელებული იყო იმდენად დიდი რაოდენობით რეისები, რომ საქართველოში დაბრუნდა 5000-მდე ადამიანი, მათ შორის სახმელეთო და საზღვაო საზღვრების გამოყენებით.

ამჟამად უნდა აღინიშნოს, და დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ამის შესახებ, ჩვენ გვაქვს 10 აპრილიდან 27 აპრილამდე დაგეგმილი რეისები: 10 აპრილს ლარნაკადან, 12 აპრილს -ბერლინიდან, 15 აპრილს- ამსტერდამიდან, 18 აპრილს - თელავივიდან, 24 აპრილს -რომიდან, 27 აპრილს - ბარსელონადან“,- აღნიშნა მან.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაბამისად ყველა ის ადამიანი, ვისაც სამშობლოში დაბრუნების განსაკუთრებული საჭიროება აქვს მოახერხებს ამ რეისებით დაბრუნებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს