„აქსის თაუერსმა“ მერიას 1000 ოჯახისთვის დამზადებული სასურსათე კალათა გადასცა

„აქსის თაუერსმა“ მერიას 1000 ოჯახისთვის დამზადებული სასურსათე კალათა გადასცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" „აქსის თაუერსიდან “ აცნობეს, კომპანია შეუერთდა მერიის ინიციატივას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და მოქალაქეთა მხრიდან დედაქალაქში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულებისთვის სურსათისა და სხვა აუცილებელი პროდუქტის მიწოდებას ითვალისწინებს.

„აქსის თაუერსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ოთარ დიხამინჯიამ მედიასთან განმარტა, რომ კომპანიამ შეისყიდა სურსათი, ტკბილეული და სარეცხი საშუალებები, დაამზადა 1000 კალათა და გადასცა თბილისის მერიას ხანდაზმულთათვის გასანაწილებლად.

მისი თქმით, დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანობა, რომ პანდემიისგან მიყენებული ეკონომიკური ზიანისგან მაქსიმალურად დავიცვათ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ კვლავაც გრძელდება აქტივობა, რომელიც კონკრეტულად იმ ადამიანებისთვის დახმარებას ითვალისწინებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს დღეს. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა „აქსის თაუერსის“ წარმომადგენლებს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, „აქსის თაუერსის“ მნიშვნელოვანი შენატანის როლი ამ საერთო საქმეში.

„აქსის თაუერსი“ დეველოპერული კომპანია „აქსისის“ და თანაინვესტირების ფონდის ერთობლივი პროექტია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს